16 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ანტივაქსერებს მიმართავს :

"საქართველო დღეს დგას გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევის წინაშეა. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც რამე თავისუფლების გამოხატულება, მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს.

ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები