16 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს:

"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

დღის ამბები