პანდემიის პირობებში გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი მაინც ახერხებს შეინარჩუნოს პოზიციები და გამოიყენოს არსებული პოტენციალი.
საქართველოს პარლამენტმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა.
სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ბიზნესისა და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტები.