16 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
პარლამენტი, დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით სანქციების შემოღების განხილვას იწყებს

პარლამენტი დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით, სანქციების შემოღების განხილვას იწყებს. ცვლილებების პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით იმსჯელებს.

საუბარია ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

"ქმედება, როდესაც მაგალითად ხდება იმ სახელმწიფოს სიმბოლიკის ხელყოფა, რომელიც აღმართულია რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაზე და შესაბამისად ეს არის თავდასხმის ობიექტი, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს უნდა ჩაითვალოს კონკრეტულ სამართალდარღვევად. განხილვის პროცესში გვექნება ალბათ შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ ტექსტთან და იდეასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის ირგვლივ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე შევაფასოთ და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდეთ გადაწყვეტილებაზე," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ "გირჩი" აღნიშნულ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

"გირჩი" დროშების და სხვა სიმბოლიკის წინააღმდეგ სანქციებს არასდროს არ დაუჭერს მხარს. ეს არის კერძო საკუთრების საკითხი. ნებისმიერ ადამიანს კერძო საკუთრებას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მას გაუხარდება. ის, რომ რაღაც ვანდალიზმის გამო პოლიტიკურად ვიღაცას აწყობს დროშების დაწვის გამო ადამიანებისთვის სანქციები შემოიღოს, ეს არის არასწორი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ და შევეცდებით, რომ განვმარტოთ რატომ არის ეს კანონი არასწორი," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დღის ამბები