16 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
DRI: 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან

5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან - ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" განცხადებაშია აღნიშნული.

DRI-ში ამბობენ, რომ ეს ფაქტი მიმდინარე გამოძიების ობიექტურობის და მიუკერძოებლობის შესახებ სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ძალადობრივი ჯგუფების ცალკეული ლიდერების მიმართ უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურებაზეც.

დღის ამბები