16 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ევროკავშირის წევრობას 76% ემხრობა, ნატოს წევრობას 74% - NDI

როგორია საზოგადოების განწყობა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +- 1.3%

კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - 76 % -ისთვის მისაღებია, 11%- მიუღებელი, 13% არ იცის. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, გასულ წელს ევროკავშირის წევრობა 80%-სთვის იყო მისაღები.

რაც შეეხება ნატოს წევრობას მაჩვენებელი უცვლელია და კვლავ 74% -სთვის არის მისაღები.  მიუღებელია 11%-სთვის, არ იცის 14%-მა.

დღის ამბები