16 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
"ბევრი საუბრობს მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე. ხომ არ ამზადებს მელია ხოშტარიას პარტიის სახით სათადარიგო აეროდრომს" - ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის "ნაციონალურ მოძრაობისა" და "დროას" ლიდერების თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"საოცრებები ხდება ოპოზიციაში.

მგონი მელია ნაცმოძრაობაში შიდა რევოლუციას აწყობს.

დანარჩენი ოპოზიცია ყველა კვლევის თანახმად გაკოტრებულია. კანდიდატებს ვერ აყენებენ. წელავენ ბოლო დღემდე.

როდის გაგიგიათ, რომ ენმ ორი ნომრით გამოდიოდა?

ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მერის ბიულეტენში შემოხაზონ "5" ნომერი, ხოლო პარტიული სიით, საკრებულოში, შემოხაზონ ხოშტარიას პარტია, ანუ "32" ნომერი.

ეს გამოიწვევს ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ორად გახლეჩას, დაბნევას, დეზორიენტაციას, შიდა კონფლიქტს, საკრებულოს პარტიული სიებში მოხვედრისთვის ბრძოლის გამწვავებას.

თუ ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ნაწილი შემოხაზავს "32"-ს, თბილისის მასშტაბით ენმ-ის პარტიული რეიტინგი გაქრება.

ბევრი საუბრობს მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე. ხომ არ ამზადებს მელია ხოშტარიას პარტიის სახით სათადარიგო აეროდრომს?

ციფრების ვარიაციები:5/32, 325, 32/5, 32,5"- წერს ამირან სალუქვაძე.

დღის ამბები