NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიის საქმიანობას კარგად 39% აფასებს, საშუალოდ 29% ხოლო ცუდად -25%, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, მთავარი მისთვის მოქალაქეების დადებითი დამოკიდებულებაა, რომელსაც ის ყოველდღიურ რეჟიმში გრძნობს:
"ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები, "- განაცხადა კახა კალაძემ.