16 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
უნდა იყოს თუ არა სანქცია ევროკავშირის და სხვა პარტნიორების დროშის დაზიანებისთვის - ინიციატივის განხილვა პარლამენტმა დაიწყო

უნდა იყოს თუ არა სანქცია ევროკავშირის და სხვა პარტნიორების დროშის დაზიანებისთვის - საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა.

საკომიტეტო განხილვის დროს გამოთქმულ კონტრარგუმენტები ძირითადად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და ორმაგ სტანდარტებს ეხებოდა.

ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება მმართველი გუნდი. ინიციატორების შეხედულებით, კანონი იქნება პრევენცია იმის, რომ არ განმეორდეს ექვსი ივლისის ვანდალური ფაქტი. კანონად პროექტი საშემოდგომო სესიაზე იქცევა, თუმცა დღესვე ითქვა, რომ იდეას მთავარი არსი უცვლელი დარჩება- მიზანია ქვეყნის გაცხადებული ღირებულებების პატივისცემა და მნიშვნელოვანი სიმბოლიკის დაცვა.

დღის ამბები