პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყება. საორგანიზაციო კომისია შეხვედრას დღეს ქუთაისში ხვალ კი თბილისში გამართავს. კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, პროცესი დისტანციურად ჩატარდება.
ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.