"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს დაინტერესდეს საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნის საკითხით.
საქმე ეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელიც გუშინ მედიით გავრცელდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ "ქართული ოცნება" კომისიებში პარტიის მხარდამჭერებს ასაქმებს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.