გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში წინასაარჩევნო მარათონია - კენჭისყრამდე 1.5 თვით ადრე ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატებზე ჩამოყალიბებას ცდილობს. "ევროპულმა საქართველომ" 12 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატები დაასახელა. აქვე ითქვა, რომ საკრებულოების მაჟორიტარული ოლქებიდან თითქმის ნახევარი პარტიებმა უკვე შეათანხმეს.
კონსულტაციები დასრულებულია თბილისის შემთხვევაში - ოპოზიციის ეს ნაწილი ხვალ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის ათ საერთო კანდიდატს დაასახელებს. ნიკა მელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ კი "ნაციონალური მოძრაობა" მათ კონკურენტებს არ დაუყენებს.
ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცხადებული გეგმები "ლელოს". დამოუკიდებელ თამაშს გეგმავენ მოქალაქეები, "გირჩი" და, დიდი ალბათობით, "სტრატეგია აღმაშენებელიც."