16 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
ქვეყნის მთავარი დოკუმენტის განხილვა დღეს თბილისში გაგრძელდება - კონსტიტუციას 4 მთავარი ცვლილებისთვის ამზადებენ

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაგრძელდება.

პირველი შეხვედრა გუშინ ქუთაისში შედგა. ქვეყნის მთავარ დოკუმენტს 4 ცვლილებისთვის ამზადებენ.

კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები ძირითადად საარჩევნო სისტემას და ბარიერს უკავშირდება. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს 2%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. მცირდება პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობაც. კიდევ ერთი ჩანაწერი გენერალური პროკურორის არჩევას შეეხება.

საყოველთაო-განხილვებში ყველა ის პარტია მონაწილეობს, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი. საკონსტიტუციო ცვლილებას მაღალი კვორუმი - 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები