18 მაისი 2024,   16:59
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio-ს მთავარი არქიტექტორები ეწვივნენ და განახლებული ტერმინალი დაათვალიერეს.

კომპანია UN Studio-ს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის.

ჰოლანდიელი არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.

გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

 

დღის ამბები