პოლიტიკური პარტიები მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. თითქმის 2 საათია პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" თბილისის პროპორციულ სიასთან დაკავშირებით პრაიმერისს ატარებს.
ცოტა ხანში უნდა დაზუსტდეს კანდიდატების მიმდევრობა სიაში და ის, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი.
პარტიის პროპორციული სია სულ 6 წევრითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორის არიან ოპოზიციის ნაწილის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები.