დღეს პარტია "ლელო" საზოგადოებას შერჩეულ მერობისა და საკრებულოს კანდიდატებს წარუდგენს. "ლელო". პარტიის წევრების ინფორმაციით, სრული სიის წარდგენა მიმდინარე კვირას მოხდება.
პარტიაში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობენ.
"ჩვენ გვექნება ჩვენი მერობის და საკრებულოს კანდიდატების წარდგენა. ვაცხადებთ უკვე ფინალურ, მთავარ, დასკვნით ორთვიან ბრძოლას. შემდეგი კვირის განმავლობაში, ჩვენ აგრეთვე წარვადგენთ ყველა კანდიდატს, ვინც ჩვენი გუნდის სახელით იბრძოლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. ჩვენ ამით გადავდივართ აქტიურ, კამპანიურ ფაზაში. ყველა ოლქში გვექნება ბრძოლა, რომ საერთო ოპოზიციური მიზანი იქნას მიღწეული,"-აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.