მმართველი პარტიის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობასთან ინტერაქციული შეხვედრა გამართა.
ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას ის პროექტები გააცნო, რომელიც შესრულდა და რომლის განხორციელებასაც მომავალში აპირებს. კანდიდატმა მოისმინა მოსახლეობის აზრიც.
შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობამ კანდიდატს საკუთარი პრობლემები გააცნო. ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, პრიორიტეტული იქნება მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება და ის ორიენტირებული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.