16 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვარკეთილის მასივში შეხვედრები გამართა

სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

რევაზ სოხაძე ვარკეთილის მასივში იმყოფებოდა. მისი თქმით, საუბარი იმ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე იყო, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ერთ-ერთი მათგანი კი ავარიული კორპუსებია.


დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დღის ამბები