"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს.
მისი თქმით, მსგავსი კვლევების გამოქვეყნება მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ემსახურება.
"არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს, რადგან ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულად, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოსახლეობაზე. ეს რომ ახლოს იყოს რეალობასთან და 60 და 70 პროცენტები ჰქონდეთ, 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? იმიტომ, რომ 30%-ზე მეტ ხმებს ვერ აგროვებენ ვერც ერთი კვლევით. ამიტომ, თავის თავს თუ გაამხნევებენ, დაიწერონ 90%, 99% უფრო გამხნევდებიან და შეფრთიანდებიან," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, "ოცნების" კანდიდატს 50,3%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - 37,8%.