16 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებას მათი კანდიდატების დაშანტაჟებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს

პარტიის "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებას მათი კანდიდატების დაშანტაჟებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.

აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ პირებს სთავაზობენ სოლიდურ თანხას, თუ კანდიდატები წარდგენების შემდგომ საჯაროდ  განაცხადებენ გიორგი გახარიას პარტიიდან წასვლის თაობაზე.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს - ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხებთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მიქელაძე.

ოპოზიციურ პარტიას უპასუხეს მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის მსგავსი პოლიტიკური ბრალდებები მიუღებელი და ლოგიკას მოკლებულია.

დღის ამბები