16 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ლელომ" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი დაასახელა

"ლელოს" სახელით თბილისში მერობისთვის ანა ბიბილაშვილი იბრძოლებს. კანდიდატი პარტიის ლიდერებმა რიყის პარკში რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თქმით, ანა ბიბილაშვილი არის არქიტექტორი, ურბანისტი და ქალაქის განვითარების განსხავებული ხედვა აქვს.

"ეს არის არჩეევნები, სადაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ ერთპარტიულობა, ერთმმართველობა და ქვეყანას მივცეთ შანსი, უახლოეს თვეებში, 2022-ში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ქვეყანა გადავა სრულად პროპორციულ, კოალიციურ მმართველობაზე,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა მამუკა ხაზარაძემ.

"ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს ყველასთვის კომფორტული. ყველა თბილისელის საჭიროებაზე მორგებული და უსაფრთხო ქალაქი. "ლელოს" გუნდს შესწევს ამისი უნარი. ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით გვეჩვენებინა, კრიტიკულ პერიოდში "ლელოს" შესწევს უნარი იყოს სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების ავანგარდში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე. 

ანა ბიბილაშვილის განცხადებით კი, 2 ოქტომბრის არჩევნებით უნდა დასრულდეს ეტაპი, როდესაც თბილისს ართმევენ როგორც აწყმოს, ისე მომავალს.

"თბილისის ყველა მოქალაქე დავიწყებთ თბილისის ახალ ისტორიას და ეს ცვლილებები დაიწყება თქვენით. იმ თავისუფალი, ამაყი, ნიჭიერი ადამიანებით, რომლებიც უარს ვერტყვით ჩვენი ქალაქის წართმეულ აწყმოს და ჩვენი ქალაქის წართმეულ მომავალს,"- განაცხადა წარდგენინას ანა ბიბილაშვილმა. 

დღესვე "ლელომ" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება. 

დღის ამბები