მმართველი გუნდი რეგიონებში საკუთარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი მესტიაში დაასახელა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი სვანეთში კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება. წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ეპიდვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
პრემიერმა ასევე მესტიაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი და ახალი საბაგიროს მშენებლობა დააანონსა.