16 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
კალაძის გამოწვევას დანარჩენი მერობის კანდიდატები ამ დრომდე ღიად ტოვებენ - ვინ რა მიზეზით ამბობს უარს ნარკოტესტზე

ნარკოტესტის ჩაბარების შესახებ კახა კალაძის გამოწვევას მისი კონკურენტი - 16-ვე მერობის კანდიდატი ამ დრომდე ღიად ტოვებს. მათი ნაწილი ტესტის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამას კანონი არ ავალდებულებს.

ნაწილს მიაჩნია, რომ კალაძის პიარსვლას არ უნდა აჰყვეს, ნაწილი კი კალაძეს კონტრგამოწვევით პასუხობს. ამ შემთხვევაში საუბარია გიორგი გახარიას წინადადებაზე, რომ მოქმედი მერი მას პირისპირ დებატებზე დათანხმდეს.

კახა კალაძემ მერობის კანდიდატების ნარკოტესტის ჩაბარებისკენ კონკურენტებს "რუსთავი 2"-ის ეთერში მოუწოდა. მაშინ თქვა, რომ ერთადერთი მოტივაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

 

დღის ამბები