16 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მინდა ყველას შეგატყობინოთ, რომ მე და ლიზა ერთად ვართ... გვინდა ბედნიერება გვისურვოთ - ვისთან ერთად შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ოჯახი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, ლიზა იასკოსთან ერთად ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ისინი ერთად არიან და მათ ახალი ურთიერთობა დაიწყეს. 

"მინდა მე და ლიზამ ყველას შეგატყობინოთ, რომ ჩვენ ვართ ერთად. ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრება, წარსულიც მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი.

ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად და უკვე გვაქვს ჩვენი ერთობლივი ოჯახი. გვინდა, რომ ყველას ბედნიერება ვუსურვოთ და ჩვენც გვისურვონ ბედნიერება," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები