ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1345 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,3.1189 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
1 ევროს ღირებულება 3.6310 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6098 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.