16 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს" - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მის მიერ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" სიმბოლოიანი პირბადით მისვლა ნამდვილად დარღვევა იყო. კახა კუჭავა განმარტავს, რომ უბანზე მისვლამდე არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.

"დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" ბრენდირებული პირბადით მისვლა ცესკომ აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები