16 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
თავისუფლების და თანასწორობის ნაწილში ვერ დავეთანხმებით ჩვენს მეგობრებს - ლევან ბეჟაშვილი​საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზე

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადამკვირვებლო მისიის შეფასების იმ ნაწილში ვერ დაეთანხმებიან, სადაც ისინი თანასწორობაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებითვე, არჩევნები თანასწორ გარემოში არ ჩატარებულა.

"ბუნებრივია, თანასწორობაზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ, თავისუფლების და თანასწორობის ნაწილში ვერ დავეთანხმებით ჩვენს მეგობრებს ამ შეფასებაში და ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც თანასწორი," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ვადამდელი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებას ხელს შეუწყობს.

"ეს იყო ჩვენი მოთხოვნის მთავარი მიზანი, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს გადატვირთვა, დავიწყოთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი შერიგება და გადავიდეთ ევროპული მმართველობის სტილზე, რაც გულისხმობს კოალიციურ მართვას,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

სადამკვირვებლო პირველად შეფასებას ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე. 

"ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და დემოკრატიული. მაგრამ, ჩვენ ვართ ამ რეალობაში. ოდირმა შეაფასა ეს არჩევნები, როგორც მთლიანობაში კონკურენტული, მაგრამ ბევრი დარღვევა აღნიშნეს ასევე. სამწუხაროა, რომ ეს პრაქტიკა მართლაც აღარ აღმოიფხვრა და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს უნდა იყოს ბოლო ასეთი არჩევნები ამ ქვეყანაში,“ - აცხადებს ბადრო ჯაფარიძე.  

დღის ამბები