ექსპრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია არჩევნების შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა. უცნობია, რა გეგმები აქვს მას. პარტიები უკვე მსჯელობენ მეორე ტურის შესახებ. ოპოზიცია მეორე ტურში გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის შეფასებით, თუ გიორგი გახარიას ოპოზიციაში ყოფნა სურს, მან ოპოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი.
"მნიშვნელობა ექნება ყველა პარტიის ხმას და პოზიციას, ამ შემთხვევაში, ხშირად ახსენებენ გახარიას, რადგან გაურკვეველია, რას აპირებს ის. თუ გახარია აპირებს ოპოზიციაში ყოფნას და პოზიციონირებას, როგორც ოპოზიციონერი, რა კითხვის ნიშნებია აქ საჭირო - მან უნდა დაუჭიროს ოპოზიციას მხარი, ძალიან ბუნებრივად, თუ ამას არ გააკეთებს, ის იქნება ქართულ ოცნებასთან,"-აცხადებს წერეთელი.