კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" ამომრჩეველს მეორე ტურისთვის უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
მისივე შეფასებით, მმართველ გუნდს მეორე ტურის მოგება არ გაუჭირდება.
"კარგია მეორე ტური. ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას ქვეყანაში მეორე ტურში მონაწილეობა მიიღოს. ასევე, მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში.
ჩვენთვის, მეორე ტურში გამარჯვება არ იქნება არავითარი პრობლემა, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გულზეხელდაკრეფილები არ ვიქნებით,"-აცხადებს წულუკიანი.