16 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"ჩვენი თავის გაგვჭირვებია... არ ვართ ისეთი სიტუაციაში, ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს მისცეს ხმა" - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი პარტია არ არის იმ მდგომარეობაში, საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურზე ვინმეს მხარდაჭერისკენ მოუწოდოს. 

მისივე თქმით, მათთვის სულერთია, ოპოზიციის კანდიდატები გაიმარჯვებენ თუ "ქართული ოცნების."

"ჩვენ არ ვართ ახლა ისეთ სიტუაციაში, ჩვენი თავის გაგვჭირვებია, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს მისცეს ან არ მისცეს ხმა. თან იცით, რომ ჩვენთვის ეს ორი პარტია, ფაქტობრივად, ერთ თამაშს თამაშობს, სულ ერთია და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან ახლა, ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში - მიშა-ბიძინა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები