16 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საერთო ჯამში ყველაზე მეტი მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა - სად წავა გიორგი გახარიას აქტივი მეორე ტურში

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საერთო ჯამში ყველაზე მეტი მანდატი კვლავ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, თუმცა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში მმართველ პარტიას ხმები უმრავლესობისთვის მაინც არ ჰყოფნის.

სად წავა გიორგი გახარიას ხმები? - ეს იყო ბოლო 48 საათის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ყოფილმა პრემიერ მინისტრმა დღეს გასცა და განაცხადა, რომ მისი ხმები არც ენმ-სი იქნება და არც "ქართული ოცნების" .

გახარია თავის პროცენტებს არავის აძლევს და თვლის, რომ ამომრჩეველმა ხმა მას სწორედ ამის გამო მისცა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ პარტიებზე, რომლებიც ასევე არწმუნებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ მესამე ძალა არიან.

რაც შეეხება ხმების გადანაწილებას - პირველი ადგილი: "ქართული ოცნება" - 46,7%; მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობა" - 30,7%.

სად წავა მესამე ადგილის მფლობელის, გიორგი გახარიას ხმები, რომლის პარტიასაც ცესკოს მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 7.8 % აქვს, ხოლო თავად გახარიას თბილისში 9, 35 მეასედი პროცენტი.

დღის ამბები