შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან შეხვედრა გამართა.
უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ვახტანგ გომელაურმა და ბაურჟან მუხამეჯანოვმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.