16 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
აქცია ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად - რატომ არ შეუერთდნენ პროტესტს ოპოზიციური პარტიები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტის პატიმრობის გასაპროტესტებლად აქტივისტები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

ორგანიზატორი თაკო ჩარკვიანი და მის მიერ სააკაშვილის მხარდასაჭერად შექმნილი სამოქალაქო მოძრაობა იყო. აქციას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ შეუერთდა - პოლიტიკოსების აზრით, კონკრეტული პერსონებისა და პარტიების ირგვლივ ამ ფორმით გაერთიანება უშედეგო იქნება.

პარტიები არც 14 ოქტომბერს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ დემონსტრაციაზე აპირებენ დასწრებას.

დღის ამბები