16 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ვუახლოვდებით ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს" - ვინ როგორ ემზადება არჩევნების გადამწყვეტი ტურისთვის

"ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ელოდება. ამასთან, პარტიას აქვს წინადადება, რომ თუ პარტიებთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და გამარჯვებას მოიპოვებენ, მაგალითად თბილისის შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდება.

"ვუახლოვდებით ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს მეორე ტურისთვის და ამ არჩევნებისთვის. ეს არის ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტება. ყველა პარტიის წარმომადგენელი იქნება შეყვანილი ჩრდილოვან კაბინეტში, ის პარტიები, ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცვლილება, ერთიანობა. ვინც მიიჩნევს, რომ ერთიანობით შევძლებთ ჯერ ამ რეჟიმის დამარცხებას და კოალიციური მთავრობით შევძლებთ მთავრობის დაკომპლექტებას," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მეორე ტური მათი პარტიის სრული უპირატესობით დასრულდება.

"დარჩენილ 20-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" გეგმავს მყარ და დამაჯერებელ გამარჯვებას. როგორც იყო პირველ ტურში, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. დავიწყებთ საზოგადოებასთან შეხვედრებს და კიდევ ერთხელ იმის ახსნას, თუ რას ვგეგმავთ, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც საარჩევნო კამპანიის გარდა აკეთებენ ყველაფერს," - აღნიშნა ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ამილახვარმა.

არჩევნების მეორე ტური ქვეყანაში 30 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები