16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"იგეგმება ავანტიურა..." - ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით თეოლოგები ხვალ მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, "საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, თეოლოგი გოჩა ბარნოვი ავანტიურას გეგმავს". 

ანდრია ჯაღმაიძე ასევე წერს, რომ ხვალ გოჩა ბარნოვი და სასულიერო სემინარიის ყოფილი ლექტორი თამარ მესხი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთან შესახვედრად მიემგზავრებიან:

"ჩემი ინფორმაციით (წყაროს არ დავასახელებ), საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.

საქართველოს ეკლესიის სინოდის ერთ-ერთი წევრის (სახელს არ დავასახელებ) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთან.

შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება,"- წერს ანდრია ჯაღმაიძე

დღის ამბები