20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება - როდიდან შევა ძალაში ახალი საკანონმდებლო ცვლილება

საქართველოში მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილება შედის და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება.

ცვლილებას დღეს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

ცვლილება მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაციისთვის ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა.

დღის ამბები