16 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს მელიას გადაყენება" - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას განცხადება, გამარჯვების შემთხვევაში "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომის შესახებ, პრევენციული იყო.

"ჩემი ინფორმაციით, გადაწყვეტილი არის უკვე ნიკა მელიას გადაყენება სააკაშვილის მიერ, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან და მან [ნიკა მელიამ] პრევენციული განცხადება გააკეთა," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს და თბილისის მერი გახდება, პარტიულ თანამდებობას დატოვებს.

დღის ამბები