16 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
შს მინისტრი შვედეთის ელჩს და ახლადდანიშნულ პოლიციის ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

დღის ამბები