პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი თავდგირიძე თანამდებობას ტოვებს და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
ირაკლი თავდგირიძის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია "ნაცმოძრაობასთან" და მათ შორის "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი.
"ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია "ნაცმოძრაობასთან" (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!
არა ნაცებს, არა ბოროტებას, "ნაცმოძრაობა" ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!"- წერს ირაკლი თავდგირიძე "ფეისბუკში".