16 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
გაიმარჯვა მეგობრობამ, ღირსებამ, ერთიანობამ და სურვილმა, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს ერთიანი - ნინო ლაცაბიძე

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მართვის სადავეები "ქართულ ოცნებას" დარჩა. რუსთავის მერი მომდევნო 4 წელი ნინო ლაცაბიძე იქნება, რომელმაც არჩევნებში დავით კირკიტაძე დაამარცხა და პირობა დადო, რომ მისი მთავარი საზრუნავი ქალაქის განვითარება იქნება

"გუშინ გაიმარჯვა მეგობრობამ, გაიმარჯვა ღირსებამ, გაიმარჯვა ერთიანობამ და სურვილმა იმის, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, თითოეულ პროექტს წარმატებით განვახორციელებთ იმ ერთობით, რომელსაც ჩვენ, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში გავაერთიანებთ ადამიანებს. იცით, რომ არ გვაქვს უმრავლესობა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ახალი გამოწვევა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და რუსთავმა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ ქალაქის განვითარებას.

ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს და იმ ადამიანებს, ვინც არიან ოპოზიციური ხმებით წარმოდგენილი საკრებულოში, აკეთონ საქმე. საქმის კეთებაზე გადავიდნენ. აქამდე თუ იყო მხოლოდ კრიტიკა, რეალურად, ახლა ეძლევათ საშუალება გააკეთონ საქმე და ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში და წვლილი შეიტანონ," - ამბობს ნინო ლაცაბიძე. 

დღის ამბები