პარლამენტის წევრი და პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ბრწყინვალე პოლიტიკურ აქტს უწოდებს. როგორც თაკო ჩარკვიანი განმარტავს, ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
თაკო ჩარკვიანს მიაჩნია, რომ თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ეს პოლიტიკურ ბრძოლას ძალიან წაადგება.
"მისი ჩამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო ბრწყინვალე პოლიტიკური აქტი და ამაზე მინდა ვისაუბრო, შემდეგ სტრატეგიაზე. ახლა მისი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება.
მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ეს ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ერთად უნდა ვიყოთ. ის ცოცხალი სჭირდება ამ ბრძოლას," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.