16 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სრულდება

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სრულდება. ირაკლი ღარიბაშვილი, ჯო ბაიდენთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გლაზგოში კლიმატურ ცვლილებებზე და გლობალურ გამოწვევაზე მსჯელობდა.

საქართველოს მთავრობის მეთაური, გლაზგოში მიმდინარე კონფერენციას "ფეისბუკ" გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.

გლაზგო და გაეროს კლიმატის ცვლილებების 26 კონფერენცია უკვე მეორე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

დღის ამბები