როგორ აღმოჩნდა კახი კალაძის სასარგებლოდ გაკეთებული ხმების ბიულეტენები ნიკა მელიას ყულაბაში. ხმების გადათვლის შედეგად გაირკვა, რომ ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა, სადაც 41 იყო შემოხაზული, ნიკა მელიას შედეგს მიათვალეს.
ფაქტი დაადასტურა საოლქო კომისიის თავმჯდომარემაც, გიორგი ზირაქიშვილი აცხადებს, რომ აქტი უკვე შედგენილია და აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრილია.
"კახა კალაძის ხმები აღმოჩნდა ნიკანორ მელიას ხმებში. შედგა აქტი და აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ექნება, რადგან აღნიშნული სუბიექტი ისედაც სოლიდური ხმებით იგებდა,"- აცხადებს ზირაქიშვილი.