16 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მაინტერესებს, რანაირად მოხდა, რომ კახი კალაძის ხმები მიუთვალეს ნიკანორ მელიას, ეს ცუდი ფაქტია - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კახი კალაძისთვის მიცემული ხმების ნიკანორ მელიას ანგარიშზე დასმა, ცუდი ფაქტია. 

"მეც მაინტერესებს, რანაირად მოხდა, რომ კახი კალაძის ხმები მიუთვალეს ნიკანორ მელიას. ეს არის ცუდი ფაქტი და მთავარია, რომ ეს საკითხი გამოსწორდეს,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ხმების გადათვლა მნიშვნელოვანი მექანიზმია. 

"გადათვლა არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც შემოვიღეთ ჩვენ ბოლო საარჩევნო რეფორმის საფუძველზე. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საარჩევნო კომისიები გამართულად მუშაობენ. საინტერესოა, რომ თბილისში ჩვენს კანდიდატს მოემატა იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ოპოზიციურ კანდიდატს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები