პარტია დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას გადაწვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით, "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ძალიან მძიმე და გაბედულ ნაბიჯად აფასებს.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქვეყანაში კრიტიკული ვითარებაა და მთელი ოპოზიციური სპექტრი იქნება ჩართული ამ პროცესში.
"ქვეყანაში არსებული ვითარება იმდენად მძიმდება, რომ მე იმედი მაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იქნება გამოსაფხიზლებელი განგაშის ზარი. ეს არის იმდენად დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა, რომ მასში ყველანი ვართ ჯარისკაცები და გამოვიყენებთ იმ ფორმებსა და ზომებს, რასაც ვითარება გვიკარნახებს," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აფასებს ელენე ხოშტარიას პრინციპულ გადაწყვეტილებას.
მისივე განმარტებით, ხოშტარიამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და მის პროტესტის უკიდურეს ფორმას ამ ეტაპზე არავინ უერთდება.
"ჩვენ ვაფასებთ მის პრინციპულობას, ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა. ეს არის ინდივიდუალური გადაწვეტილება და ვერ იქნება რაიმე პარტიული ან კოლექტიური გადაწყვეტილება, ეს უბრალოდ არასწორია ან სად გაგონილა, რომ პარტიულად ვიღაცა ვიღაცას მოუწოდებს ან პარტიულად ვიღაცა შიმშილობს," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.