16 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
პორტუგალიაში შესაძლოა ევთანაზია დასაშვები გახდეს

პორტუგალიაში შესაძლოა ევთანაზია დასაშვები გახდეს. შესაბამისი კანონპროექტი რესპუბლიკის ასამბლეამ დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 138-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 84 იყო.

ტექსტის ახალი ვერსია ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც შეუძლია ხელახლა წარუდგინოს ის სასამართლოს.

მანამდე, ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი ასამბლეამ იანვრის ბოლოს დაამტკიცა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, პროექტი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაეგზავნა, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყნის ფუნდამენტურ კანონს ეწინააღმდეგებოდა.

დღის ამბები