პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან პროტესტი გრძელდება. რამდენიმე აქტივისტმა ღამე ციხესთან გაშლილ კარვებში გაათენა.
ორგანიზატორები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ხალხმრავალ აქციებს აანონსებენ, ამასთან, ელოდებიან პასუხს 24-საათიან ულტიმატუმზე, რომელიც ხელისუფლებას გუშინდელ აქციაზე წაუყენეს - ულტიმატუმი სწორედ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ეხება.
ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება მშვიდია, გახსნილია საავტომობილო გზა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, უკვე თვეზე მეტია, რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს.