პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ კადრები რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებას ასახავდა, ემსახურება მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას.
"ზოგადად, რა თქმა უნდა, არასწორია ასეთი კადრების გავრცელება. მით უმეტეს, რომ ნათქვამი იყო პენიტენციური სისტემის განცხადებაში და თვითონ მესამე პრეზიდენტის განცხადებაში, რომ ის დანამატი ბიო ელემენტები, გლუკოზას აბები და ა.შ. არის ექიმის დანიშნულება, რომელიც დაშვებულია შიმშილობის პროტოკოლში ციხეებში. ყველგან ასეა ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და ა.შ. ამიტომ, ეს არის ექიმის მიერ დანიშნული წამლები, ამის გაშვება ეთერში, ერთადერთი, პროცესის დისკრედიტაციას ემსახურებოდა,"- განცხადა სერგო ჩიხლაძემ