პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციიის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის კვების გასაჯაროება მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და საზოგადოების სწორ ინფორმირებას ემსახურებოდა.
"ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო სწორად ინფორმირებული იმ ფაქტების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ახლა დისკუსია იმის შესახებ, რომ საჭმელი იყო თუ სასმელი, ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რისკი, რომ პატიმრის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ცდილობდნენ საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.