რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც 39 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იყო მოთავსებული, სრული სიმშვიდეა. იქ აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებდნენ მიხეილ სააკაშვილს. ყველა კარავი, რომელიც ადგილზე იდგა, ამ დროისთვის დაშლილია.
როგორც ცნობილია, პროტესტი უკვე გლდანის მე-18 დაწესებულებასთან გადაინაცვლებს.